Tuesday, July 5, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს სასწავლო პროცედურებზე ვისაუბრეთ. ვისწავლე როგორ გავწერო დროში ჩემი დაგეგმილი პროექტი. კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაზრე პროექტის თითოეული პუნქტი. ვფიქრობ, რომ გამომივიდა.

Monday, July 4, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

      მეშვიდე დღე - შეფასება და მისი რუბრიკები. უმნიშვნელოვანესი საკითხი სწავლებაში. კარგად გავიაზრეთ შეფასების და მათ შორის თვითშეფასების მნიშვნელობა სწავლებაში. განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული აქტივობის შეფასების რუბრიკა, მოვარგეთ ჩვენს დაგეგმილ პროექტს.
      უფ, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ.

Friday, July 1, 2016

მექვსე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, ამჯერად პრეზენტაციების შემოწმების შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შედგენაზე. იყო ბევრი შეკითხვა თავისი საინტერესო პასუხებით.
   ერთი სიტყვით კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემას შევეჭიდეთ.