Tuesday, July 5, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს სასწავლო პროცედურებზე ვისაუბრეთ. ვისწავლე როგორ გავწერო დროში ჩემი დაგეგმილი პროექტი. კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაზრე პროექტის თითოეული პუნქტი. ვფიქრობ, რომ გამომივიდა.

Monday, July 4, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

      მეშვიდე დღე - შეფასება და მისი რუბრიკები. უმნიშვნელოვანესი საკითხი სწავლებაში. კარგად გავიაზრეთ შეფასების და მათ შორის თვითშეფასების მნიშვნელობა სწავლებაში. განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული აქტივობის შეფასების რუბრიკა, მოვარგეთ ჩვენს დაგეგმილ პროექტს.
      უფ, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ.

Friday, July 1, 2016

მექვსე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, ამჯერად პრეზენტაციების შემოწმების შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შედგენაზე. იყო ბევრი შეკითხვა თავისი საინტერესო პასუხებით.
   ერთი სიტყვით კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემას შევეჭიდეთ.

Thursday, June 30, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

     ტრენინგის პირველმა ხუთმა დღემ ჩაიარა, საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი დღეები იყო.  კარგად გავიაზრე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებს სწავლების პროცესში. ვისწავლე როგორ უნდა ავირჩიო თემა, რომელზეც პროექტს განვახორციელებ, როგორ უნდა დავსახო ამ პროექტის მიზანი და მისი განხორციელების გზები, როგორ უნდა მივიტანო ჩემი ჩანაფიქრი მოსწავლეებამდე და როგორ ჩავრთო ისინი, ისე რომ მათთვის მუშაობა საინტერესო, სასარგებლო და ამავე დროს სახალისო იყოს.
      ერთი სიტყვით ხუთდღიანი მუშაობა საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.